aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი: 3 რამ, რაც ივანიშვილმა სახელმწიფოს გადასარჩენად სასაწრაფოდ უნდა გააკეთოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, მან უკან პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები ნაწილობრივ ჩამოთვალა. თუმცა ანალიტიკოს მიაჩნია, რომ მიზეზები კიდევ უფრო სერიოზულია. მისი განცხადებით, არ არსებობდა ილუზია, რომ ის რეალურ მოტივს დაასახელებდა. თუმცა ანალიტიკოსი ამბობს, რომ მან შიდა პარტიული კრიზისი რეალურად დაინახა და რისკებიც სწორად შეაფასა.

მისი აზრით, ივანიშვილს აღიარების  გარდა სხვა გზაც არ ჰქონდა, რადგანაც საზოგადოებამ ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში საკუთარი თვალით უყურა. ანალიტიკოსი მას იმაშიც ეთანხმება, რომ სოცილური რისკები ქვეყანაში ნამდვილად მაღალია და მან ამაზე აქცენტიც სწორად გააკეთა. რაც შეეხება პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებას ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ივანიშვილი ამას მაინც და მაინც დრამატულად არ უყურებს და ამის გარედანაც მოგვარება შეეძლო.

„რა თქმა უნდა, რომ ივანიშვილს მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების დამალვა აღარ შეეძლო. ამას ხალხი ისედაც კარგად ხედავდა. ამიტომაც მან ეს მიზეზიც არ დამალა.  დაინახა ეს პრობლემა და მის დასალაგებლად დაბრუნდა, თუმცა  ეს არგუმენტი  მაინც და მაინც დამაჯერებელი არ არის. მას ფორმალიზების გარეშეც შეეძლო ამ პრობლემის გადაწყვეტა. ვფიქრობ, რომ გრძელვადიანი ხედვით, რამდენიმე სახის კრიზისი გვაქვს. პირველი შიდა პარტიული კრიზისი, მეორე ინსტიტუციონალური, მმართველობითი და სახელმწიფოებრივი.  ფაქტობრივად მან პირველი დონის, პარტიულ კრიზისზე ისაუბრა და სახელმწიფო საფრთხე არ ახსენა.

თუ მას რეალურად ამ პრობლემების მოგვარება უნდა, მხოლოდ პარტიულ კრიზისზე ვერ შეჩერდება. ხალხი მას ახლა თავშეკავებული იმედით უყურებს. მისგან სწრაფ ნაბიჯებს მოითხოვს.  პირველი ინსტიტუცინალური წესრიგის აღდგენა მოუწევს.  ჩრდილოვან  მმართველობაზე საუბარი აუცილებლად უნდა დასრულდეს. მეორე აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული რეფორმა უნდა ჩაატაროს, რომ მან ეფექტურობა შეიძინოს. მესამე სახელმწიფოებრივი ამოცანები გადაჭრას, რომ ეკონომიკურ და სოციალურ რისკები შესუსტდეს.   თუ ეს პირველი სამი ეტაპი არ გაიარა, სხვა არაფერი გვეშველება. იმედი მინდა დავიტოვო, რომ ის ამ პრობლემებსაც ასე ხედავს.

გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკაში სწრაფი შედეგი ვერ დგება და ხალხის მდგომარეობაც უფრო მძიმდება, ბუნებრივია მას რაღაც სანახობრივის შემოტანა მოუწევს. სწრაფი შედეგის მიღება მხოლოდ ანტიკორუფციული მოქმედებების შედეგად მიიღება. სასურველია, რომ მან კორუფციაში ჩაფლულ ჩინოვნიკებს მიხედოს. სხვაგავარად ხალხი მის გულწრფელობას ვერ დაიჯერებს“,-განაცხადა ხუხაშვილმა „მეტრონომთან“.

 

იტვირთბა....