ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები, ე.წ.ექსპერტები უიმედობას და სასოწარკვეთას ნერგავენ”

საქართველსო ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პარტისი ყრილობაზე, სადაც მან პოლიტიკაში უკან დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა ექსპერტები და მედია გააკრიტიკა.  ივანიშვილილს თქმით, პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, პოლიტიკოსები და ექსპერტები საზოგადოებაში უიმედობის ატმოსფეროს მიზანმიმართულად ნერგავენ და ამ გამოწვევას ვერც ხელისუფლება პასუხობს სათანადოდ:

„რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეირში ჩართული რიგი პოლიტიკოსები და ე.წ ექსპერტები, მიზანდასახულად ნერგავენ უიმედობის, სასოწარკვეთილების და შიშის ატომოსფეროს, ეს ცარიელი სიმრავლე ცდილობს დააჯეროს ხალხი, რომ ქვეყანა ინგრევა, ლამის აპოკალიფსი მოახლოვდა და ყოველივე ეს არის ამ ხელისუფლების მუშაობის შედეგი, რომელიც არაფერს აკეთებს ამის გამოსასწორებლად, ცხადია ეს ბრალდებები არცერთი მეტნაკლებად სანდო და დასაბუთებული არგუმენტით არ არის გამყარებული,თუმცა შეჭირვებული და სიდუხჭირით გადაღლილი ადამიანები ამ ოსტატურად შეფუთულ ტყუილებს იყენებენ გადაჭარბებით და საქართველოში დღეს მიმდინარეობს არნახული მიზანდასახული იერიში ადამიანთა ცნობიერებაზე. ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდა ერთგვარი სტანდარტი, რომლის თანახმადაც ფაქტს ახალი ამბის სტატუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭება თუ იგი ნეგატიურ კონტექსტს შეიცავს. სამწუხაროდ ამ ნეგატიურმა ტრენდმა სამწუხაროდ საყოველთაო ხასიათი მიიღო და უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებამაც სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას.“- განაცხადა ივანიშვილმა.

იტვირთბა....