ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შემდეგ მან სიტყვით მიმართა აუდიტორიას სადაც დაასახელა ის მიზეზები თუ რატომ დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში.
“რამდენიმე წლის წინ მე ვთქვი, რომ პოლიტიკაში მხოლოდ უკიდურესი სიტუაციის დროს დავბრუნდენოდი. რაც ჩემს ხალხთან ერთად დავამარცხე მოძალადე მთავრობა ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდა და მიმაჩნია რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.
ვინც კარგად მიცნობს იცის რომ ეს გადაწყვეტილება არც ამჟამინდელი მთავრობის, არც ქართული ოცნების და მითუმეტეს არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. ამის მიზეზი იყო საქართველო და მისი მოქალაქეები.
ამიტომ ახლა მინდა ჩემს ხალხს მივმართო: ჩვენ ვდგავართ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რასაც პირობითათ სამი მიზეზი განსაზღვრავს: პირველი მიზეზია არასასურველი ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარნოჩენის მცდელობები. მეორე ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდეურესად მძიმე მუხტი და ბოლოს ხელისუფკების შიგნით არსებული მართალია სუსტი მაგრამ არასაჭირო და უსაფუძვლო გაუგებრობები” – განაცხადა “ქართული ოცნების” ახლადარჩეულმა თავმჯომარემ ბიძნა ივანიშვილმა.