ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი: დავბრუნდი პოლიტიკაში იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დაპირისპირებები გაჩნდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში სიტყვით გამოდის. ივანიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ხალხი შენს დაბრუნებას ითხოვს, გაჯიუტებას აზრი არა აქვს. მისი თქმით, დღეს არ აპირებს, რომ ხელისუფლების საქმიანობაზე ისაუბროს, თუმცა ვალდებულად თვლის, რომ აქცენტები მის  მუშაობაზე გააკეთოს.

ივანიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეები ყველა შეზღუდვისგან გათავისუფლებულია და ხელისუფლებას დემპკრატიული გზით ირჩევს. მისი განცხადებით, პირველი რაც ხელისუფლებამ ამ წლებში წარმატებას მიაღწია, ეს ჯანდაცვის სისტემის  გაუმჯესებაა. ასევე ივანიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს ბიზნესი დაცულია და ბიზნესმენებს არავინ ზღუდავს.

“საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით წარმატებას მიაღწია. ძალოვანი სტრუქტურები პოლიტიკისგან გამიჯნულია. დასრულდა ის დრო, რომ ქვეყანას ერთი ადამიანი მართავდა. საქართველო ევროპასთან ასეთი დაახლოვებული არ ყოფილა. ამოქმედებულია საქართველოში თავისუფალი ვაჭრობის და უვიზომიმოსვლის ხელშეკრულებები. ამერიკის შეერთებულ შტატებტან ურთიერთობა წინ მიდის. რუსეთთან ურთიერთ დიალოგის საშულებით შევძლებთ მასთან კომუნიკაციას. ასევე შევძელით, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უასფრთოხების და სტაბილურობის საშუალება მიგვეცა. ხოლო   ჩაგრული ხელისუფლება ქვეყანას ჩამოვაშორეთ.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკაში უკან დაბრუნების მიზეზებს. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებაში სუსტი, მაგრამ გარკვეული გაუგებრობები გაჩნდა. ასევე ამის მიზეზი არის სუსტი და უნიათო ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ აპოკალიპსური სიტუაცია დახატოს. დაუშვებელია პირადი წყენის გამო, ხელისუფლების და პარტიის ინტერესების დაზიანება. ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ ხელისუფლება ხალხს დაშორდებოდა და პოლიტიკაში დაბუნება გადავწყვიტე “,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლისას.

იტვირთბა....