ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კვლევა – მოსახლეობის 38% მიიჩნევს, რომ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალონ

11 მაისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტების უმეტესობა ემხრობა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

შეკითხვას, უნდა შეიწყალოს, თუ არა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში პატიმრობა ემუქრება, 44%-მა დადებითად უპასუხა.

გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალონ. ამასთან, რესპონდენტების 43% ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს 27%. 2018 წლის იანვარში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გამოიხატა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებით, და დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით პატიმრობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევა ეფუძნება „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ 2018 წლის მარტში ჩატარებულ გამოკითხვას.საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა.

იტვირთბა....