ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გამოკითხულთა 77%-ს არ მოსწონს ამჟამად ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ჩართულობა: „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.
კვლევა მოიცავდა კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებირივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

თვლით თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამად ჩართულია ქართულ პოლიტიკაში, პასუხები ასე გადანაწილდა:

დიახ – 69%, არა – 19%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 12%

მოგწონთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამად არ არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში (19%-დან ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში)

მომწონს – 33%, არ მომწონს – 59%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%.

კითხვაზე მოგწონთ თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჟამად არის ჩართული ქართულ პოლიტიკაში (69%-იდან) პასუხები ასე გადანაწილდა:

მომწონს – 17%, არ მომწონს – 77%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 7%.

იტვირთბა....