პოლიციის 42 თანამშრომელი ავღანეთის დასავლეთ ნაწილში „თალიბანის“ თავდასხმების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ტელეარხი Ariana ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თალიბები ღამით დაესხნენ თავს პოლიციის განყოფილებას და რამდენიმე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს.
შეტაკებების ადგილზე სამთავრობო ძალები იყო გაგზავნილი. ამ მომენტისთვის სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ.