ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზოგადი უნარებში იმიტირებული გამოცდა 13 მაისს ჩატარდება

სადიაგნოსტიკო ტესტირების გავლის საშუალება ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებს ექნებათ, რომლებმაც საგამოცდო ცენტრად თელავი მიუთითეს და არ მიუღიათ მონაწილეობა 28 აპრილის ტესტირებაში.

ტესტირებისათვის რეგისტრაცია 8 მაისს 16:00 საათზე დაიწყება. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ცენტრის ვებგვერდზე www.naec.gov.ge

მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება. აბიტურიენტებს ტესტირების შედეგი ეცნობებათ ტესტირების დასრულებისთანავე.

აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული – ვერბალური და მათემატიკური – ნაწილისათვის გამოყოფილია 1 საათიდა 35 წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

ტესტირება ჩატარდება 13 მაისს თელავში შემდეგ მისამართზე: ალაზნის გამზირი N 22 თელავის მე-7 საჯარო სკოლა.

ქუთაისში ტესტირება, სავარაუდოდ, ივნისის პირველ რიცხვებში ჩატარდება.

იტვირთბა....