ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ალიევი: “ჩვენი პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით უცვლელია”

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის ახლად არჩეული პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის და არასდროს იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას  apa ავრცელებს.

„ჩვენი პრინციპული პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით უცვლელია. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად და უსიტყვოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამას მოითხოვს სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალი. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია” – განაცხადა ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 95-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ ფაშინიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყებად მზაობა გამოთქვა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოლაპარაკებებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

 

იტვირთბა....