გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენთში ორი ახალგაზრდა კაცი დააკავეს. როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ახალგაზრდები პროფილაქტიკაში სატვირთოს ნაწილების მოპარვის მცდელობის დროს დააკავეს.
საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ქურდობას გულისხმობს.