აშშ-მ ირანს ახალ სანქციებს უწესებს. ვაშინგტონის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან 2 დღის შემდეგ, ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ შეზღუდვები ირანის რევოლუციური გვარდიის 6 წევრს და ელიტურ სამხედრო დაჯგუფებასთან დაკავშირებულ 3 კომპანიას დაუწესა. ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
მათი ინფორმაციით, სანქციების სამიზნე ის ჯგუფებია, რომლებიც ირანის რევოლუციური გვარდიის საზიანო მოქმედებების დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი.