ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

17 მაისი, გუგული მაღრაძე, “აიისა”, მარიხუანა – გოგი წულაიას ბლიც-ინტერვიუ

აკრძლვები ქვეყანაში, გიორგი მარგველაშვილი – პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ “მეტრონომთან” ბლიც-ინტერვიუს დროს ისაუბრა.

მეტრონომი: მარიხუანა თუ მოგიწევიათ?

გოგი წულაია: კი, სტუდენტობისას ხშირად და ახლა არა.

მეტრონომი: ვინ არის ყველაზე ლამაზი პოლიტიკოსი ქალი?

წულაია: ყველაზე ლამაზი ქართველი პოლიტიკოსი ქალი იყო რუსუდან ბერიძე, მერაბ კოსტავას მეუღლე.

მეტრონომი:  რას აკრძალავდით ქვეყანაში?

წულაია: გაუთხოვრობას. აკრძალვების მეტი რა გვაქვს.  ოჯახის არშექმნასა და შვილის არყოლას ავკრძალავდი.

მეტრონომი: “აიისა”..

წულაია: ეს არის არასწორი. ქართველები ვართ, ტრადიციები გვაქვს და არ უნდა გაეკეთებინათ. უბრალოდ, უფასო რეკლამა გაკეთდა. მე საერთოდ არ მოვაყოლებდი ამას რეაქციას. ოღონდ ფული იშვო და ყველაფერი გააკეთო ჩემთვის მიუღებელია.

მეტრონომი: 17 მაისი ოჯახის სიწმინდის თუ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?

წულაია: რა არის იცით? ის არის, როგორც მეცნერები ამბობენ გადახრა, ქრომოსომების ნაკლებობა. ბავშვი იბადება და მასზე არაა დამოკიდებული. მათ აქვთ სიცოცხლისა და განვითრების უფლება, მაგრამ პროპაგანდა და ამის აფიშირება და თურმე ეს რა კარგია და აქციები ეკლესიასთან, ჩემთვის მიუღებელია. ისე, არიან, არიან.. იყვნენ, რა. ჭაბუკიანიც იყო ბალერინა ჰომოსექსუალი, მაგრამ მაგის გულისთვის კონცერტზე არ დავდიოდით, ტაშს არ ვუკრავდით თუ რა? მაგრამ ცხოვრობდა და არ აფიშრებდა – არიქა, მე მომბაძეთო… ცხოვრობდა ჩვეულებრივად და იცხოვრონ, ვინ უშლის.

მეტრონომი: რასთან ასოცირდება გიორგი მარგველაშვილი თქვენთან?

წულაია: დროშა მაჩუქა და დროშასთან. პროტესტი გამოთქვა და პროტესტანთან ასოცირდება.

მეტრონომი: ივანიშვილი თუ სააკაშვილი?

წულაია: არცერთი.

მეტრონომი: ვის ისურვებდით დღეს პრეზიდენტად?

წულაია: არავის რომ არ ეწყინოს, მე.

მეტრონომი: ჩრდილოეთი თუ დასავლეთი?

წულაია: საქართველო და ის, რომელიც სიცოცხლის საშუალებას მოგვცემს. რატქმა უნდა, დასავლეთი ჯობს. ადამიანის უფლებები დაცულია და თვითრეალიზების საშუალება გაქვს. თუმცა, თუ დასავლეთი არ გვღებბულობს და ამბობენ კარები ღიააო… ღია კარში ვერ შედის ბრმა და ყრუ. ნატოს კარები ღიააო ამბობენ და ღია კარში ბრმა და ყრუ ვერ შედის, ამიტომ საქართველო.

მეტრონომი: გუგული მაღრაძე რასთან ასოცირდება თქვენთვის?

წულაია: აუუუ, გუგული მაღრაძეს ნუ გამახსენებ. რაც გინდოდა გეკითხა და ეგ არ გეთქვა. ასოცირდება ადამიანთან, რომელმაც არ უნდა ილაპარაკოს.

 

იტვირთბა....