ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პენსია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გაუორმაგდებათ

“გუშინ,  9 მაისს გამარჯვების დღე იყო და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს შეხვდით. ესენი არიან ღვაწლმოსილი გმირები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე არ დაიშურეს ჩვენი, თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად. ისინი იმსახურებენ განსაკუთრებულ პატივისცემას და არიან განსაკუთრებული ადამიანები, უკვე ძალიან ხანდაზმულები, მაგრამ ძალიან მეომრული შემართებით. მთელი დღე გუშინ პრაქტიკულად მათთან გავატარე. ახლა მთავრობის სხდომამდე მქონდა თათბირი მთავრობის რამდენიმე წევრთან.  მინდა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია და ამით გამოვხატოთ მათდამი მადლიერება. სამწუხაროდ, ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ ნამდვილად გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

იტვირთბა....