საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე სტატუსს წერს და აცხადებს, რომ არ შეიძლება ღამის კლუბების დემონიზაცია.
“არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი;!! ნებისმიერი ნარკოტიკის მიღებას ექიმის დანიშნულების გარეშე ახლავს რისკები ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის!
ახალი სინთეზური ოპიატები შეიძლება შემოგასაღონ ნებისმიერი ნარკოტიკის სახით და მოგკლან არა წლების მერე, თუ რეგულარული მომხმარებელი გახდით, არამედ რამდენინე საათში!
ნარკოპოლიტიკამ უნდა ხელი შეუწყოს წამალდამოკიდებული ადამიანების რიცხვის შემცირებას, ოღონდ არა მათი ციხეში გამოკეტვის გზით;
ღამის კლუბების დემონიზება არ შეიძლება! არ იქნება ღამის კლუბი, ნარკოტიკს მოიხმარენ სხვაგან!”, – აცხადებს ზოიძე.