გუშინ, ფოთში მდებარე მაღაზიაში, 5 წლის გოგონამ ქიმიური საწმენდი საშუალება შეჭამა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველმა ბავშვს ტკბილეულის ნაცვლად, ქიმიური საშუალება მიყიდა.
ბავშვი ოჯახის გადაწყვეტილებით, იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.
როგორც “მეტრონომს”იაშვილის კლინიკის პრესსამსახურმა აცნობა, ბავშვის მდგომარეობა ამჟამად საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში განაგრძობს.