ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეცოპერაცია ელიავაზე – ახალი დეტალები

სპეცოპერაცია დიდუბეში- სავაჭრო ცენტრ “მეგალაინის” მიმდებარედ სამართალდამცავებმა სამი პირი აიყვანეს.  ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და კრიმინალური პოლიცია. ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

საქმე ეხება გამოძალვის შემთხვევას. სხვა დეტალებს უწყება ჯერჯერობით არ აკონკრეტებს.

„დაიჭირესო ვიღაც. როგორც ამბობენ ფულს სძალავდნენო. მეტი არაფერი არ ვიცი,“ – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები აღარ იმყოფებიან.

იტვირთბა....