aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “სააკაშვილი ეკლესიის დამცველად არ ივარგებს, გვახსოვს ეკლესიისადმი მისი დამოკიდებულება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილის ირგვლივ რა ხალხი იყო შემოკრებილი და როგორ უყურებდნენ და უყურებენ დღესაც ეკლესიას და არც მალავენ, – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას გია ხუხაშვილმა.

“მიხეილ სააკაშვილისგან იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკლესიას ებრძვის, ძალიან სასაცილოა და საკმაოდ არაადეკვატურად გამოიყურება. ის პრობლემებიც კი, რაც დღეს ხელისუფლებაშია და არ მოგვწონს, სააკაშვილისგან მემკვიდრეობითაა გადმოყოლილი. კოლექტიური მურუსიძეები და ა.შ. ეს ყველაფერი ამ ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო დასამწუხაროდ, გულშიც ჩაიხუტა.

ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილის ირგვლივ რა ხალხი იყო შემოკრებილი და როგორ უყურებდნენ და უყურებენ დღესაც ეკლესიას და არც მალავენ. მე მხედველობაში მაქვს “ევროპული საქართველოს” წევრები. სააკაშვილის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ყველას კარგად გვახსოვს და ახლა ეკლესიის დამცველად სააკაშვილი არ ივარგებს. რამე კრეატიული მოიფიქროს, რასაც ვინმე დაიჯერებს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პატრიარქისა და ეკლესიის მიმართ მტრულად და აგრესიულად არის განწყობილი.

იტვირთბა....