ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ხუხაშვილი: “ბერას შემოქმედება მშობლების გავლენისგან თავისუფალია”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას ბერა ივანიშვილის ახალ მუსიკალურ კლიპს აფასებს და აცხადებს, რომ ბერა დამოუკიდებელი ახალგაზრდაა და მის შემოქმედება თავისუფალია გავლენებისგან.

“ბერა არის თავისუფალი ახალგაზრდა. მას თავისი მოსაზრებები აქვს და ზუსტად ის არის მისასალმებელი, რომ ის თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ისე, როგორც ხედავს. ისევე როგორც ამას ყველა თავისუფალი ახალგაზრდა უნდა აკეთებდეს. ეს ვიღაცას მოეწონება და ვიღაცას არა, მაგრამ თავისთავად ის, რომ ბერა აკრიტიკებს იმას, რაც არ მოწონს და მათ შორის, იმ თემებსაც, რომელსაც ბევრი პასუხისმგებლობას მამამისს აკისრებს, პატივისცემას იმსახურებს.

მე კარგად ვიცნობ მამა-შვილის ურთიერთობებს და ბერას შემოქმედება გამიჯნულია მისი მშობლებისგან. შეიძლება, ბერას რაღაცაში ან ვეთანხმებოდე, ან არა, მაგრამ მის სამოქალაქო პოზიციას პატივს ვცემ”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შვილმა ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში ახალი კლიპი გაავრცელა.

“ქართული ოცნების” ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე, რეპერმა პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა.

ბერამ კლიპში “ბირჟა მაფია” და ჩადების თემა ახსენა, გააკრიტიკა ჩინოვნიკები და ეკლეაში არსებული ვითარება.

 

იტვირთბა....