ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხიკვაძე: ევროპის ქვეყნების ზოგიერთი მაღალჩინოსნისგან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საგანგაშო სიგნალი ისმის

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე „მეტრონომთან“ საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას აფასებს. ჩხიკვაძის თქმით, გერმანიას პრინციპში სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც მიბაძეს. 48 საქართველოს მოქალაქე ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან არის დეპორტირებული. ისინი ბელგიიდან, შვეიცარიიდან და ისლაინდიიდან იქნენ გამოძევებულები.

ჩხიკვაძე აცხადებს, რომ საგანგაშო ამაში არაფერია და ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ექსპერტი ამბობს, რომ 2011 წლიდან საქართველოს ევროპასთან რეადმისიის შეთანხმება აქვს დადებული, რომელიც ევროპაში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნებას გულისხმობს. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ჩვენი ქვეყანა ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს. ხოლო სამომავლოდ ჩხიკვაძე ამბობს, რომ ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგანაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმში სწორედაც, რომ ეს საკითხია ჩადებული. ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ, რომ ქვეყნიდან არალეგალების ნაკადის ზრდა გახდება.

„აქამდე საქართველოს რეადმისიის შეთანხმების შესრულების პრობლემა არ ჰქონია, როდესაც ჩვენთვის  ვიზალიბერალიზაციის მიღების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ყოველთვის არსებობდა საშიშროება, რომ  მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია ევროპაში გაიზრდებოდა. იმის თქმა, რომ ამას არავინ ელოდა არასწორი იქნება. მეორე მხარეს ისიც უნდა გავითვალსიწინოთ, რომ თუ მიგრაცია გაიზრდება, ევროპის ქვეყნები შეჩერების მექანიზმს გამოიყენებს.

ამ ეტაპზე არცერთ ქვეყანას ეს საკითხი განხილვის დონეზეც არ დაუყენებია და ამის საფრთხეს ვერ ვხედავ. თუმცა საგანგაშო ნიშნებს, რომელსაც ზოგი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ისმის, რა თქმა უნდა, რომ საყურადღებოა. ეს სიგნალები ძალიან სახიფათოა“,-აცახდებს ჩხიკვაძე „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, 48 საქართველსო მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.
ევროკავშირის ქვეყნებიდან შსს ქართველების დეპორტაციის პროცესს განცხადებით ეხმაურება.
“საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. ავიარეისის დაგეგმვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ერთობლივი კოორდინაციით განხორციელდა.

აღნიშნული მოქალაქეების დაბრუნება მოხდა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამავე რეისით, რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა.

დუსელდორფი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის საკითხებზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს,”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....