ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

“ყვირილით შევარდა აუდიტორიაში, თანაკურსელებს ესროლა და შემდეგ მიბჯენით თავი მოიკლა”

სკოლაში თავდასხმის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა რუსეთში, კერძოდ ნოვოსიბირსკში. 17 წლის სტუდენტი, დღეს გამთენიისას აუდიტორიაში იარაღით შეიჭრა და თანაკურსელებს ესროლა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტოები ავრცელებენ. სტუდენტმა დაჭრა რამდენიმე თანაკურსელი და შემდეგ თავი მოიკლა.

კიდევ 2 სტუდენტი სერიოზული მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ისინი თავდასხმის დროს ფანჯრიდან გადახტნენ. ადგილობრივი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდასმის მიზეზი ერთ-ერთ თანაკურსელთან დაპირიპირება იყო.

თუმცა, როგორც ერთი თვითმხილველი სტუდენტი ყვება, თავდამსხმელი შემოიჭრა თუ არა აუდიტორიაში იყვირა “ჰაი ჰიტლერ” და სროლა დაიწყო. თვითმხილველის თქმით, პირველი ტყვია, რომელიც თავდამსხმელმა ისროლა თანაკურსელს მხარში მოხვდა და დაეცა.

“რამდენიმე სტუდენტი სპონტანურად ფანჯრიდან გადახტა. თავდამსხმელი არ ცდილობდა ვინმეს გაჰკიდებოდა, ის აგრძელებდა სროლას და ყვიროდა, შემდეგ მიიბჯინა იარაღი და თავი მოიკლა” – იხსენებს თვითმხილველი გოგო.

როგორც ირკვევა, რუსეთში ეს არ არის სკოლაში თავდასხმის პირველი შემთხვევა. მიმდინარე წლის მარტში, ქალაქ შადრიკ კურგანსკიში, 13 წლის გოგომ ცეცხლი გახსნა პნევმატური იარაღიდან, რის შედეგადაც სკოლის მოსწავლეები დაიჭრნენ.

იტვირთბა....