ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაღრაძე: “როდესაც უნივერსიტეტს აქვს საბაზისო დაფინანსება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”

უმაღლეს სასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ საბაზო დაფინანსება და მხოლოდ სტუდენტების მიერ მიტანილ დაფინანსებაზე არ იყოს დამოკიდებული. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გუგული მაღრაძემ გააკეთა. ინფორმაციას “პალიტრანიუსის“  ავრცელებს.

“როცა უმაღლესი სასწავლებელი დამოკიდებულია სტუდენტის მიერ მიტანილ ფულზე, ეს გარკვეულ უხერხულობებს ქმნის. ასეთ შემთხვევაში ყურადღებას აქცევ არა სწავლების ხარისხს, არამედ იმას, რომ შეინარჩუნო სტუდენტი. როდესაც უმაღლეს სასწავლებლებს აქვს საბაზისო დაფინანსება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

დეპუტატის თქმით, სხვადასხვა სპეციალობების მომზადებას სხვადასხვა ოდენობის თანხა სჭირდება და ამიტომ უნივერსიტეტებს სწორი დაფინანსება ექნებათ.

იტვირთბა....