“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით სტატუსს წერს და აცხადებს, რომ ამ საკითხთან კომპლექსური მიდგომაა საჭირო.
“ნარკოტიკი, ნარკომომხმარებელი, ნარკორეალიზატორი, კანონდებლობა… ყველაფერზე ვმსჯელობთ და ამასობაში, მეჩვენება, რომ მთავარ აქცენტს ვკარგავთ. მზადაა სახელმწიფო დააფინანსოს პრევენციული პროგრამები, რომ ჩვენს შვილებს დაწყებითი კლასებიდანვე კომპეტენტური ადამიანები კომპეტენტურას უხსნიდნენ, რა საფრთხეს შეიცავს ნარკოტიკის (ტერმინოლოგია და მეთოლოგია პროფედიონალებმა უნდა შეიმუშაონ). მოზრდილებთან პრევენციის სხვა სპეციფიკაა საჭირო. უნდა იყოს მუდმივად განმარტებული, რომ ე.წ. ერთჯერადი გასინჯვა არაა თამაში და ის ბოლოს და ბოლოს გადაიზრდება მოხმარებაში, რომ ნარკოტიკი და სიკვდილი ძალიან ახლოა ერთმანეთთან და ა.შ.
ამადროულად, თუ გახდი მომხმარებელი, რა სტადიაზე რა ტიპის დახმარებას გთავაზობს საზოგადოება, სახელმწიფო. რა როლი აქვს ოჯახს, წრეს?! უნდა გავაცნობიეროთ, რომ განზე ვერავინ დავრჩებით, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა! მესმის და აუცილებელია ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, კლუბების კონტროლის მექანიზმებიც მოსაფიქრებელია, რომ სახელმწიფომ არც გასართობი ბიზნესი მოკლას, თუმცა, არც ეს გასართობი ბიზნესი აქციოს მფლობელმა ახალგაზრდების სასაკლაოდ, მაგრამ ამ ციფრულ ეპოქაში, როცა ნარკოტიკი ინტერნეტით იყიდება და სულ უფრო და უფრო რთული ხდება ამ ჯაჭვის გახლეჩა, ჩვენ მაინც სასწრაფოდ უნდა ავიღოთ გეზი პრევენციული პროგრამების დანერგვისკენ. სახელმწიფომ არ უნდა დაიშუროს სახსრები საგანგებო, საგანმანათლებლო ანტინარკოტიკული სისტემის დასანერგად”, – წერს ინაშვილი.