ახალი ამბები მთავარი სამართალი

ინტერნეტით ნარკოტიკის გასაღებაზე დაკავებული ამბობს, რომ ე.წ. ბიოს ყიდდა, მეორე დაკავებული დანაშაულს უარყოფს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ინტერნეტით დიდი ოდენობით ნარკოტიკით რეალიზების ფაქტზე დაკავებული გიორგი გოგებაშვილისა და ნინო გეგელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ორთვიანი ოპერაციის შედეგად, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ორივე პირის ბრალეულობას ადასტურებს. თუმცა ნინო გეგელაშვილი უარყოფს დანაშაულის ჩადენას ჯგუფურად და აცხადებს, რომ მისი შეყვარებული გიორგი გოგებაშვილი საქმესთან შემხებლობაში არ არის.

ადვოკატი მარიკა ფხალაძე გოგებაშვილის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს, ხოლო ნინო გეგელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

გეგელაშვილმა პროცესზე ტირილი დაიწყო. ის თავს ნაწილობრივ დამნაშვედ ცნობს და ამბობს, რომ მხოლოდ ის ასაღებდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, თუმცა არა ჰეროინს და ბუპრენორფინს, რომლებიც მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს განეკუთვნება, არამედ ე.წ. ბიოს.

გიორგი გოგებაშვილის ძმა შსს-ს ცნობით, უწყების თანამშრომელია. როგორც შსს-ში აცხადებენ, მან მისი ძმის დაკავების დღესვე მიმართა ხელმძღვანელობას, მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ დასტურდება მისი საქმესთან შემხებლობა.

 

 

იტვირთბა....