ისრაელმა ირანის იერიშს უპასუხა სირიის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანა. ინფორმაციას bbc ავრცელებს.
როგორც ისრაელის არმიის პრესსპიკერმა განაცხადა, გამანადგურებლებმა იერიში ირანული “ალ-ქუდსის” ძალების კუთვნილ ათობით სამიზნეზე მიიტანეს.
ისრაელის მიერ დაბომბილ ობიექტებს შორის არის დამასკოს მახლობლად მდებარე ირანული სამხედრო ბანაკი, დამასკოს აეროპორტში არსებული იარაღის საწყობები, სათვალთვალო პუნქტები და სხვა ობიექტები.