ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყრილობაზე დასწრებას სავარაუდოდ, არ ვაპირებთ”: ძიუდოისტები საგანგებო განცხადებისთვის ემზადებიან

ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ 12:00 საათზეა დანიშნული. დღის წესრიგში ორი ძირითადი საკითხია – ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესები. პროტესტის ნიშნად ყრილობას სავარაუდოდ, არ დაესწრებიან ის სპორტსმენები, რომლებიც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
მათი შეფასებით დავით ქევხიშვილი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. თავად ქევხიშვილი კი, როგორც ცნობილია, გადადგომას არ აპირებს.
ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები საგანგებო განცხადების გაკეთებას აპირებენ.

“დასწრებას სავარაუდოდ, არ ვაპირებთ. ველოდებით პასუხებს. ვალდებულებებს ვერ ასრულებს თორემ იურიდიულად იგი პრეზიდენტია დღესაც,”-აცხადებს ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი.

სპორტისა და კულტურის სამინისტროში კი ამ წუთებში შეხვედრა მიმდინარეობს. მინისტრი მიხეილ გიორგაძე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს, ასევე სპორტის კომიტეტის წევრ შოთა ხაბარელს ხვდება.
შეხვედრის შემდეგ, 11:00 საათზე მიხეილ გიორგაძე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

იტვირთბა....