ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ავლაბრის რეზიდენციაში ივანიშვილის ნახატების გამოფენა აბსურდი იქნება”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ  ავლაბრის რეზიდენციას სამხედრო დატვირთვა აქვს და იქ ივანიშვილის ნახატების გამოფენა აბსურდი იქნება.

„ის რომ მარგველაშვილი არ გამოვიდა ავლაბრის რეზიდენციიდან იყო სწორი, ვინაიდან ეს იქნებოდა ბოლო წერტილის დასმა და სრული კაპიტულაცია და იმის ჩვენება, რომ უზურპირებულია ხელისუფლების ყველა შტო. ეს ამ ხნის განმავლობაში იყო რაღაც კუნძული, რომელიც არ იყო პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებაში.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება იყოს მომავალში აქ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, რომ ეს არის არამხოლოდ სახელმწიფო სიმბოლო, მას აქვს გარკვეული სამხედრო კომპონენტებიც. აქ არის საკმაოდ დიდი მიწისქვეშა კომუნიკაციები, გვირაბი, რომელიც გადის იქ სადაც საჭიროა და ეს არის სამხედრო ქვეტექსტით დატვირთული შენობა და იქ რაიმე მუზეუმის ან ივანიშვილის ნახატების ან უმაღლესი სასწავლებლის გადატანა ეს არის აბსურდი, იქ უნდა იყოს ან პრემიერ-მინისტრი ან უნდა იყოს პრეზიდენტი“- აცხადებს რომან გოცირიძე.

იტვირთბა....