ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ათონელის რეზიდენცია არის საკმარისი”: მმართველი გუნდი პრეზიდენტის სასახლის გადატანის აუცილებლობაზე საუბრობს

პრეზიდენტის რეზიდენცია არჩევნების დასრულების შემდეგ შესაძლოა ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში განთავსდეს. მმართველ პარტიაში არ უარყოფენ, რომ ეს საკითხი აქტიურად განიხილება და განმარტავენ, რომ პრეზიდენტის ოფისი უნდა იყოს მოკრძალებული.

რა ფუნქციური დატვირთვა ექნება ავლაბრის რეზიდენციას იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტის სასახლე ათონელის ქუჩაზე არსებულ შენობაში განთავსდება, ჯერ საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან. გია ვოლსკი ამბობს, რომ მთავარია მოხდეს იმ ხარჯების შემცირება, რომელიც ავლაბრის რეზიდენციას სჭირდება.

„ათონელის რეზიდენცია არის საკმარისი, კომპაქტური, მაღალ კვალიფიცირებული გუნდისათვის. რომლის რაოდენობა მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ადრე უნდა შემცირებულიყო და რაციონალურ დონეზე დასულიყო ის ხარჯები, რაც იმ შენობას გააჩნია, როგორც მარგველაშვილი მას ეძახდა ბოროტების ბუდეს,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

იტვირთბა....