„ქართულმა ოცნებამ “ 5 რაიონული ორგანიზაციის – გლდანის, სამგორის, კრწანისის, დიდუბის და მთაწმინდის ხელმძღვანელი აირჩია. დილიდან დაწყებული შეხვედრა კახა კალაძემ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. მმართველი პარტია ყრილობისთვის ემზადება რომლიც 11 მაისს გაიმართება.
ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ოფიციალურად უნდა აირჩიონ და ასევე ახალი პოლიტსაბჭო უნდა დაამტკიცონ.
„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ პარტია განახლებისთვის მზად არის.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ქალაქში, ყველა კონფერენციაზე იგრძნობოდა სრული მზაობა და მუხტი ჩვენი მხარდამჭერებისა და „ქართული ოცნების აქტივისტებისგან, გადავიდეს პარტია განვითარების ახალ ეტაპზე და განსაკუთრებით, მახარებს ის ფაქტი, რომ ამ პროცესში სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.