ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი, თუ ბიცოლა”

თბილისის მერი აკხი კალაძე აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი, დეიდაშვილ-მამიდაშვილი თუ მისი ბიცოლა.ეს განცხადება მერმა, ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა.

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებისთვის დაკავებულის ძმა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო.

„კანონი არის ყველასთვის კანონი, უზენაესი, ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ჩვენ ეს მიდგომები არ გვახასიათებს, შესაბამისად, ვინც დაარღვევს კანონს, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ პასუხი აგებინონ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....