ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთის ელჩი: “თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასულ ქართველებს კანონი დაიცავს”

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა სერენ იაზგანმა განაცხადა, რომ თურქეთში სეზონურ სამუშაოზე წასულ ქართველებს კანონი დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაცის “allnews” ავრცელებს.

“თუ ამის საჭიროება არ არის, თუ არ არის ბაზარი, მოთხოვნა და მიწოდება, ასეთი რამ არ მოხდება. რაც მინდა ამასთან დაკავშირებით თურქეთში გაკეთდეს, არის ის, რომ ეს სამუშაო დავარეგისტრიროთ და ადამიანები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ სეზონურად მიდიან, კანონითა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებით უზრუნველყოფილები იქნებიან, მათი უფლებები დაცული იქნება.

ჩვენი ემიგრაციის სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც ყველგან გამოაკრეს, ეს არის საინფორმაციო ფურცლები იმ ადამიანებისთვის, ვინც სეზონურ სამუშაოზე თურქეთში მიდიან. როგორც წესი, სეზონურ სამუშაოზე წასვლა ნებადართული არ არის, მაგრამ საქართველოსთვის გამონაკლისს ვუშვებთ. თურქეთში მხოლოდ აჭარიდან არ მიდიან და რასაც ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ, არის ის, რომ ეს გახდეს ოფიციალური, რეგისტრირებული და კომფორტული”, – განმარტა ელჩმა.

თურქეთის მთავრობამ გასულ წელს მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, თურქეთში სეზონურად ლეგალურად იმუშაოს.

იტვირთბა....