ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბურჯანაძე: “საბჭოთა სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი უნდა დავანებოთ”

სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ და ვებრძოლოთ იმ ცუდს, რაც დღევანდელ საქართველოში ძალიან ნათლად იმეორებს იმას, რაც საბჭოთა ეპოქაში არ მოგვწონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვაკის პარკში განაცხადა. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

“ელემენტარული უგუნურობა არ უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ. სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ და ვებრძოლოთ იმ ცუდს, რაც დღევანდელ საქართველოში ძალიან ნათლად იმეორებს იმას, რაც იმ ეპოქაში და იმ პერიოდში არ მოგვწონდა. ცუდს უნდა ვებრძოლოთ და არა სიმბოლიკას, ეს უბრალოდ უძლურების ნიშანია და სხვა არაფერი”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იტვირთბა....