საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როცა განაცხადა, რომ სიამოვნებით ჩაერთვებოდა საკანონმდებლო რეგულაციებში, რომლებიც მოსახლეობაში ჭარბწონიანობის დონეს შეამცირებდა და იქვე აღნიშნა, რომ ჭარბწონიანობის შესამცირებლად ტკბილ ნაწარმზე ფასები უნდა გადაიხედოს, რათა მათი შეძენა ადვილი აღარ იყოს.
ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუს დროს გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ მას საუბარი ქონდა არა ტკბილეულის გაძვირებაზე, არამედ შაქრის გადასახადზე და სხვადასხვა რეგულაციებზე.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ იყიდის ხალხი ყავისფერ შაქარს რომელიც ძალიან ძვირია, მაღრაძემ უპასუხა: “თუ უჭირთ უფრო გამხდრები უნდა იყვნენ. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო ხშირია სიმსუქნე. ყველაზე მარტივია ნუ დალევენ შაქრიანს”.