ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტი: ” ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი”

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. მან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა და მათდამი პატივისცემა გამოხატა.

“ყველას გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, როგორც ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი, რომელიც კაცობრიობას ემუქრებოდა. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას, დიდი მადლობა და პატივისცემა. წელს ჩვენ ვაჯილდოვებთ 100 წლის და 100 წელზე უფროს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. მათ დაამარცხეს არამხოლოდ ფაშიზმი, არამედ მათ დაამარცხეს დროც და მოიგეს ამ ბრძოლაში. მადლობა ამ დიდი გამარჯვებისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეს, 9 მაისთან დაკავშირებით ვაკის პარკში 2 აქცია გაიმართა. “სოციალისტური საქართველოს” წევრები საბჭოთა სიმბოლიკით მივიდნენ ვაკის პარკში, რამაც მოქალაქეების გაღიზიანება გამოიწვია და მათ შორის დაპირისპირება მოხდა. მეორე აქცია ვაკის პარკში ოკუპაციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.

იტვირთბა....