ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყველას მოუწოდებს, რომ არ მიიღონ ნარკოტიკული საშუალებები. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა.
“მინდა ყველას უმორჩილესად ვთხოვო, კატეგორიულად ვთხოვო, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, რომ არ არსებობს განსხვავება კლუბურ, რეკრეაციულ და ყველა დანარჩენ ნარკოტიკს შორის. ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა და სიცოცხლის დაკარგვა. ყველას უმორჩილესად ვთხოვ, რომ არ მიიღონ ეს საშინელება და ეს შხამი. ერთადერთი გზა არის მოხმარების და მიწოდების შემცირება იმისთვის, რომ ეს კატასტროფა ავიცილოთ თავიდან”,- განაცხადა სერგეენკომ.
ბოლო დღეებში გავრცელებული ნფორმაციით ნარკოტიკის ზედოზირებისგან გამოწვეული მოწამვლისგან კიდევ 2 ახალგაზრდა დაიღუპა. მანამდე გავრცელდა ცნობა ასევე 2 ახალგაზრდის გარდაცვალებაზეც. შსს-ს ცნობით ფაქტებზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.