საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე, პრეზიდენტის დავალებით, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატებს შეხვდა და მათგან გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია მოისმინა. კოჟორიძე აცხადებს, რომ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება ღირსების საქმეა და სახელმწიფომ ამისთვის მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
,,დასანანი და დამაფიქრებელია გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული ის პრობლემები, რაზეც ადვოკატები და ოჯახის წევრები დღეს საუბრობენ.
სახლემწიფომ, ცხადია მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ამ საქმეზე, ეს არის თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის ღირსების საქმე.
იმთავითვე ცხადი იყო, რაც მოხდა და პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც ამ საქმეს მკვლელობა ძალიან პირდაპირ უწოდა.
ასევე პრეზიდენტმა იმთავითვე განაცხადა, რომ ამ საქმზე მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სალხემწიფოთაშორისი სარჩელი უნდა შეიტანოს.
შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ ის პრობლემები, რომლებიც ადვოკატებისა და ოჯახის თქმით ა