ქართული მედიის ნაწილში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა და ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონსა და აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ მის მონაწილეობაზე ისაუბრა, ნიკოლ ფაშიანიანის ოფისში დეზინფორმაციას უწოდებენ.
ამის შესახებ ნეტგაზეთს ტიგრან ავინიანმა, ფაშიანიანის პრესსპიკერმა განუცხადა.
ქართული მედიის ნაწილში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ “ბაგრამიანის ბატალიონი და აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ მის მონაწილეობა იყო სომხების საბედისწერო შეცდომა, რამაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები”.
აფხაზეთის 1992-93 წლების ომის პერიოდში ჩამოყალიბებული ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი აფხაზების მხარეს იბრძოდა.
რამდენიმე გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, “მეტრონომსაც” ეწერა ფაშინიანის ციტატა ბაგრამიანის ბატალიონთან დაკავშირებით.