პორტში ქიმიური ნივთიერების დასაწყობების შესახებ განმარტებას ბათუმის, პორტის ეკოლოგიის განყოფილების უფროსი ზაზა ვარშალომიძე აკეთებს.
პორტი საქართველოსა და აჭარის გარემოს დაცვის უწყებების წარმომადგენლების ნებართვის საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მუშაობს.
ნივთიერება, რომლის დასაწყობება ამჟამად ხდება, გრანულირებული გოგირდია და მისი მტკიცებით, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელსა და ბათუმის ქუჩებში პლაკატები და ვიდეორგოლი გამოჩნდა წარწერით – “ბათუმზე ქიმიური თავდასხმა ხორციელდება”.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უწყებაში მიმართვის შემდეგ არაგეგმურად დაიწყო პორტის შემოწმება.

