საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია, „გააგებინე შენი ხმა მთელ ქვეყანას”-ამ სლოგანით “ქართულმა ოცნებამ” გახსნილად გამოაცხადეს, თუმცა თავად მთავარი მოქმედი პირი მმართველ გუნდს ჯერ არ ჰყავს. ბიძინა ივანიშვილს საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კანდიდატმა ვისაც ივანიშვილი პრეზიდენტად ხედავდა, მას უარი უთხრა. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, კანდიდატებს შორის ვისაც „ოცნება“ განიხილავს სოზარ სუბარი, თედო ჯაფარიძე და მაია ცქიტიშვილი არიან.
პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებზე არ საუბრობენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ დრო ჯერ კიდევ აქვთ და საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ორი თვით ადრე დაასახელებენ.