ახალი ამბები მთავარი სამართალი

შს მინისტრის მოადგილე: “დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, ახალისებს ნარკოდანაშაულს”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვირშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც საზოგადოებას ნარკორეალიზატორების დაკავების შესახებ ამცნო, განაცხადა, რომ საუბრები, თითქოს “მეფედრონი” კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან “ჰეროინი” – არა, ასევე, საუბრები ლიბერალიზაციაზე, ნარკოტიკების პროპაგანდაა და ხელს უშლის მის პრევენციას.

“ბოლო დღეების განმავლობაში ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებები, რომ თითქოს არსებობს მავნე და არამავნე ნარკოტიკები, რომ თითქოს „მეფედრონი“ კლავს და სხვა სინთეტიკური ნარკოტიკი ან „ჰეროინი“ – არა. ამგვარი მსჯელობა, ისევე, როგორც დაუსრულებელი საუბრები ლიბერალიზაციაზე, მხოლოდ ახალისებს ნარკოდანაშაულს, ახდენს ნარკოტიკების პროპაგანდას და ხელს უშლის პრევენციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ეს ბრძოლა დღევანდელი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გამკაცრდება”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ბოლო რამდენიმე დღეში 5 ახალგაზრდა დაიღუპა. გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს, მათ შორის ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გამოწვეულ სიკვდილზეც. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....