ახალი ამბები ბლიც-ინტერვიუ ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

17 მაისი, ნამყოფია თუ არა “ბასიანზე”, რას აკრძალავდა ქვეყანაში – ბლიც-ინტერვიუ ანა დოლიძესთან

რას ფიქრობს “აიისაზე”, ვინ არის ყველაზე სიმპათიური პოლიტიკოსი კაცი, მოუწევია თუ არა მარიხუანა, – “მეტრონომმა” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძესთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა.

მეტრონომი: რას აკრძალავდით ქვეყანაში?

ანა დოლიძე: რას ავკრძალავდიი… მარჯვენასაჭიან მანქანებს…

მეტრონომი: მარიხუანა თუ მოგიწევიათ?

დოლიძე: არა და არანაირი ნარკოტიკი არ გამისინჯავს.

მეტრონომი: ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად?

დოლიძე: ვერ გეტყვთ…

მეტრონომი: კლუბ “ბასიანში” თუ ყოფილხართ?

დოლიძე: არა…

მეტრონომი: უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას ლეგალიზება?

დოლიძე: მარიხუანას მოხმარებაზე პატიმრობას გამოვრიცხავდი. შემოვიღებდი ძალიან მკაცრ სასჯელს ყველანაირი ნარკოტიკის შემოტანასა და გასაღებაზე.

მეტრონომი: 17 მაისი – ოჯახის სიწმინდის თუ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე?

დოლიძე: 17 მაისი არის 17 მაისი. რომელ ჯგუფსაც უნდა იყოს მშვიდობიანად და კარგად. ვისაც უნდა აღნიშნოს ოჯახის სიწმინდის დღე, ვისაც უნდა აღნიშნოს სხვანაირი ოჯახის სიწმინდის დღე.

მეტრონომი: ყველაზე სიმპათიური კაცი ქართულ პოლიტიკაში..

დოლიძე: საქართველოში ვერ გეტყვით. გლობალური მასშტაბით, ერთი წამით მოვიფიქრებ.. გლობალური მასშტაბით როგორ არ გეტყვით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ციპრასი. ჩამოგითვლით ახლა ყველას. კანადის პრემიერი ტრუდო, იტალიის პრემიერი იყო მატეო რემსი და კიდევ მექსიკის ყოფილი პრემიერი, გვარი არ მახსოვს.

მეტრონომი: თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დროს ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

დოლიძე: სულისკვეთება, სულისკვეთება..

მეტრონომი: “აიისაზე” რას გვეტყვით?

დოლიძე: მე ვფიქრობ, ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

მეტრონომი: საზმაუ გვჭირდება თუ არა?

დოლიძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის მმოხრე ვიყავი ყოველთვის. თუმცა, მზად ვარ ვიფიქრო სხვადასხვა მოდელებზე. მაგალითად, საზოგადოების მიერ სხვადასხვა გადაცემების დაფინანსებაზე, რადგან დღეს არხის სარგებლიანობას ვერ ვხედავ.

მეტრონომი: ივანიშვილი თუ სააკაშვილი?

დოლიძე: ყველა პრეზიდენტისგან რაღაც კარგი უნდა ავიღოთ. გამსახურდიასგანაც, სააკაშვილისგანაც, ივანიშვილი იყო პრემიერი, მაგრამ უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ ის დღეს ქვეყნის მმართველია.

მეტრონომი: მარგველაშვილი თქვენში რა ასოციაციას იწვევს?

დოლიძე: შემწყნარებლობის.

მეტრონომი: რას შეადარებდით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ სიტუაციას?

დოლიძე: შევადარებდი რომელიმე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე ვითარებას, როდესაც შიგნით ახალი პატიმარი მოხვდება, მაგალითად მე.

ავტორი: ბესო კუნელაური

 

იტვირთბა....