„ეი თი დეველოპმენტი“ მზარდი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სამშენებლო კომპანიაა. ის საქმიანობას 2016 წლიდან ეწევა. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ უკვე დაასრულა 1 კორპუსის მშენებლობა, მიმდინარეობს მეორე და უახლოეს 2-3 თვეში დაიწყება მესამე კორპუსის მშენებლობაც, რაც კომპანიის წარმატებაზე მეტყველებს.
„მეტრონომი“ კომპანია „ეი თი დეველოპმენტის“ დამფუძნებელს, ირაკლი ასათიანს ესაუბრა. რესპოდენტის განცხადებით, კომპანიას რამდენიმე პრიორიტეტი აქვს. ასათიანის თქმით, მისი მიზანია დაამსხვრიოს სტერეოტიპები და მყიდველს გარეუბანში, ეკოლოგიურად სუფთა და მაქსიმალურად კომფორტული გარემო შესთავაზოს.
მეტრონომი: როდის დაარსდა კომპანია?
ირაკლი ასათიანი: კომპანია „ეი თი დეველოპმენტი“ არის დეველოპერული კომპანია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული ფართების მშენებლობა. კომპანიამ საქმიანობა 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ერთი კორპუსი უკვე სრულად შესახლებულია, ხოლო მეორე მშენებარე კორპუსი 2018 წლის ოქტომბერში სრულდება.
ახლა ხორციელდება მეორე პროექტი. კიდევ ერთი განაცხადი გვაქვს შეტანილი მერიაში და ამავე ტერიტორიაზე მესამე კორპუსის პროექტირების პროცესი მიმდინარეობს. ეს ყველაფერი პირველი და მეორე კორპუსის წარმატებულმა მშენებლობამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ პირველ კორპუსში ბინები სრულად გაიყიდა, ხოლო მეორეში საცხოვრებელი სახლების 70% გაყიდულია.
– რა არის თქვენი მიზანი და პრიორიტეტი მშენებლობის დროს?
– ჩვენი მიზანია, კლიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ეკოლოგიიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნა. ჩვენი მშენებლობები „ჰაიდელბერგის“ ფირმის ბეტონის და ცემენტის საშუალებით მიმდინარეობს, რაც ხარისხის გარანტიას იძლევა.
“ეი თი დეველოპმენტი” უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიას. თანამედროვე დიზაინით მოპირკეთებული და გამწვანებული სკვერი, რომელიც მხოლოდ კორპუსის მცხოვრებლებისთვისაა განკუთვნილი, თავისუფალი დროის მშვიდად გასატარებლად არის განკუთვნილი. ბავშვების უსაფრთხოებისა და სკვერში გამონაბოლქვის თავიდან აცილების მიზნით, კორპუსს პარკინგი მიწისქვეშ აქვს გაკეთებული, რათა მანქანები მწვანე გარემოში ვერ მოხვდნენ.
ზოგადად, შეხედულება ჩამოყალიბდა, რომ რახან მშენებლობა გარეუბანში მიმდინარეობს, ვიზუალურ მხარესა და ეკოლოგიას ყურადღება არ ექცევა.
ჩვენ ვცდილობთ ეს სტერეოტიპები დავამსხვრიოთ. ადამიანებს შეეძლებათ გარეუბანში, ამ შემთხვევაში დიდ დიღომში, იყიდონ სახლი ლამაზ კორპუსში და ქონდეთ გამწვანებული გარემო.
– შავ კარკასს აბარებთ მომხმარებელს თუ თეთრს და რა არის 1 კვ.მ.-ის ფასი?
– ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს შავი ან თეთრი კარკასი ჩავაბაროთ. თუ სურვილი ექნებათ გარემონტებულ ბინასაც შევთავაზებთ. 1040 ლარი ღირს შავი კარკასი 1კვ.მ. 1140 ღირს თეთრი კარკასი 1კვ.მ. და 1400 ლარი ეღირება გარემონტებულ სახლში 1 კვ.მ.
– გარემონტებულში იგულისხმება ევრორემონტი, ფაქტობრივად მხოლოდ ავეჯიღა იქნება სახლში შემოსატანი. ჩვენთან შიდა უპროცენტო განვადებაც მოქმედებს. თუ, მაგალითად, აგვისტოში დავიწყეთ მშენებლობა, 1 წლის განმავლობაში იქნება შიდა უპროცენტო განვადება. აღსანიშნავია, რომ აქ ბანკთან და საკრედიტო ისტორიასთან კავშირი არ გვაქვს. ბინის გადაფორმება ხდება, როდესაც მყიდველი თანხას სრულად დაფარავს. იქამდე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ხელშეკრულება. ამით მყიდველი დაზღვეულია, რომ ერთი და იგივე ბინის გაყიდვა რამდენჯერმე არ მოხდეს. როდესაც თანხის გადახდას დაასრულებს მყიდველი, ის უკვე იქნება მესაკუთრე და არა მომავალი მესაკუთრე.
– გარეუბანში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ტრანსპორტია..
– რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი, რომელსაც დიდ დიღომში არსებული ყველა მუნიციპალური ტრანსპორტი გაივლის.
„მეტრონომი“„ეი თი დეველოპმენტის“ პირველი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ მცხოვრებსაც გაესაუბრა. როგორც კოტე გელაშვილი აცხადებს, ბინა დაპირებულ ვადაში ჩაბარდა. მშენებლობები მის თვალწინ მიმდინარეობდა და სტანდარტები სრულად იყო დაცული.
-„კორპუსი ჩემს თვალწინ აშენდა. ჩემი იქ შესახლება მშენებლობის სტანდარტების დაცვამ და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენებამ განაპირობა. სამუშაოები ძალიან სუფთად და ხარისხიანად მიმდინარეობდა და ბინები დაპირებულ ვადებში ჩაგვბარდა. ამასთან ერთად ხდებოდა მაცხოვრებლების წახალისება.
რამდენიმე ახლობელს თავად მე გავუწიე რეკომენდაცია, რათა „ეი თი დეველოპმენტში“ ეყიდათ ბინა. მე შავი კარკასი შევიძინე. ყველა ბინას გულმოდგინედ აშენებდნენ და შერჩევით არავის მიდგომიან. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეკოლოგიური ფაქტორი. მინდოდა სუფთა და მწვანე გარემოში გვეცხოვრა. რაც შეეხება ტრანსპორტს – აღნიშნული ადგილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქის ნებისმიერ წერტილში მოხვდებით.