საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ენძელა მაჭავარიანებზე დრო რატომ უნდა დაკარგოს. ტვ “პირველის” ეთერში გიორგი აბაშიშვილს, “ქართული ოცნების” დეპუტატის ენძელა მაჭავარიანის იმ განცხადების შეფასება სთხოვეს, სადაც მან თქვა, რომ პრეზიდენტს ერთი მხარდამჭერი ჰყავს და ისიც მისი ადმინისტრაციის უფროსია.
აბაშიშვილმა მმართველი გუნდის კომენტარების შეაფასა და “ქართული ოცნების” წევრებს შეშინებულები, უპრინციპოები და უპასუხისმგებლოები უწოდა.
“მათ საკუთარი თავისაც ეშინიათ, იმისიც ეშინიათ როგორებიც არიან. ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ,”- განაცხადა აბაშიშვილმა.