ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბესელია: “ნარკოპოლიტიკის რეფორმა მარტივად გადასაწყვეტი არ არის”

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა მარტივად გადასაწყვეტი არ არის, არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ პრინციპულ და მთავარ საკითხებზე ჩვენ შეჯერება მოვახერხეთ.

ბესელიას თქმით, ხელისუფლებას არ აქვს რეპრესიული პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ და არის შეურიგებელი ნარკორეალიზატორების მიმართ.

“ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი პროპაგანდა იყოს მომხმარებლებისთვის – რაღაცნაირად შევძლოთ, საზოგადოებრივი განწყობით და საზოგადოებრივი ძალისხმევით მოვახერხოთ და წინასწარი პრევენციული მექანიზმების ჩართვით, ასეთი ფატალური შედეგები თავიდან ავირიდოთ. რაც შეეხება ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის პროცესს, არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ ვადის გაგრძელება იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესში და ამ პერიოდში არაფერი არ ხდება. მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა მთავრობასა და პარლამენტს შორის.

ეს ხდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებშიც. ჩვენს შორისაც მუდმივი კონსულტაციებია იმისთვის, რომ ვიდრე მთავარი სხდომა დაინიშნება, იქამდე პოზიციები ჩამოყალიბებული იყოს. სხდომის გახსნას არაფერი წინ არ უდგას. იმედი მაქვს, ვადის გაგრძელება აღარ დაგვჭირდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. უბრალოდ ეს საჯაროდ არ ჩანს. გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საბოლოო კონსენსუსამდე მივიდეთ“, – განაცხადა ბესელიამ ბიუროს სხდომაზე.

იტვირთბა....