ინდოეთში 17 წლის გოგო ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია – ამის შესახებ BBC იუწყება.
პოლიციის ცნობით, დაკავებულია ადგილობრივი მკვიდრი კაცი.
BBC-ის ცნობით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა Jharkhand-ში თინეიჯერი გოგო ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი დაწვეს. შემთხვევის შედეგად თინეიჯერი კვირას დაიღუპა.
პოლიციას არ აღუნიშნავს, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან არის თუ არა კავშირში. ისინი მოდიან იმ ფონზე, როდესაც ინდოეთი შეძრულია სექსუალური ხასიათის კრიმინალით.
ასეთი შემთხვევები მრავალდაა ინდოეთში, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. 2016 წელს დაახლოებით 40 000 გაუპატიურების ფაქტი გამოვლინდა. კიდევ მრავლადაა არაოფიციალური ფაქტებიც, რომელიც არ გახმაურებულა.