ჩვენ პრობლემები სისტემის შიგნითაც უნდა ვეძებოთ, რადგან მაღალი ალბათობით, ზუსტად იქაა ჩაბუდებული პრობლემები. ჩვენ ძალოვან სისტემას საკმაოდ სერიოზული აგენტურული ქსელი ყავს და ვერავინ დამაჯერებს, რომ მათ არ იციან “ბარიგების” ადგილსამყოფელი და სადიტრიბუციო ქსელი, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ნარკოპოლიტიკის თემის კომენტირებისას.
“ნარკოპოლიტიკის შეცვლაში ზომიერები უნდა ვიყოთ ორი მიმართულებით. ნარკოპოლიტიკის უსაზღვრო ლიბერალიზაციის მომხრე არ ვარ. შეიძლება ვიფიქროთ, მსუბუქ ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რომ ის გადავიდეს სისხლის სამართლის დანაშაულიდან მთლიანად ადმინისტრაციულ ი სამართლის კოდექსში. პრინციპში, ეს შეიძლება ლოგიკური იყოს, მაგრამ ამის პარალელურად, კონტროლის გამკაცრებაა საჭირო. კონტროლის მოსუსტების შემთხვევაში, ვხდავთ რა ტრაგედია ხდება.
აქ მხოლოდ სიკვდილიანობაზე არაა საუბარი. ეს ძალიან მძიმე სოციალური მოვლენაა. ნარკოტიკების მომხმარებელი მხოლოდ თავის თავს კიარა, მთლიანად სახელმწიფოს აზიანებს. გარდა ამისა, ფუნდამენტური თემა გახლავთ ის, რომ მეჩვენება, რომ ნარკორეალიზაცია, მით უმეტეს, საკლუბო ცხოვრებასთან კავშირში, არ უნდა ხდებოდეს ძალოვანი სისტემის “კრიშის” გარეშე.
ჩვენ პრობლემები სისტემის შიგნითაც უნდა ვეძებოთ, რადგან მაღალი ალბათობით, ზუსტად იქაა ჩაბუდებული პრობლემები. ჩვენ ძალოვან სისტემას საკმაოდ სერიოზული აგენტურული ქსელი ყავს და ვერავინ დამაჯერებს, რომ მათ არ იციან “ბარიგების” ადგილსამყოფელი და სადიტრიბუციო ქსელი”, – განაცხადა ხუხაშვილმა.