ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მისი პრემიერმინისტრად არჩევის შემთხვევაში მთავრობაში ოლიგარქებს არ დაუშვებს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიცეპრემიერად სომხეთის ერთ-ერთი მსხვილი მეწარმე ხაჩატურ სუკიასიანი უნდა დანიშნონ.
“შეგიძლიათ მერწმუნოთ, რომ ხელისუფლებაში ოლიგარქები არ იქნებიან”, – განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი კენჭისყრა სომხეთის პარლამენტში 8 მაიის გაიმართება. 1 მაიის ფაშინიანს პრემიერის პოსტის დასაკავებლად 8 ხმა დააკლდა.
სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ.

