ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სანდრო ბრეგაძე: “ნარკოტიკებს პოლიტიკოსები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ყიდიან”

ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, ეს ახალგაზრდები ცოცხლები იქნებოდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ნარკორეალიზატორებს სერიოზული მფარველები ყავთ და სწორედ მათი მეშვეობით გაგვანეიტრალეს ჩვენ, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე.

როგორც ბრეგაძე ახალგაზრდების გარდაცვალების ფაქტის კომენტირებისას აცხადებს, “მარში” კლუბ “ბასიანთან” აქციის მოწყობას აპირებდა, მაგრამ იქამდე მათი წევრები დააკავეს.

“ჩვენ ვსაუბრობდით, რომ კლუბ “ბასიანის” მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა. ჩვენ შესაბამის ორგანოებს მივმართეთ, რომ ფაქტზე რეაგირება მომხდარიყო. ამის სანაცვლოდ მივიღეთ ის, რომ არა ნარკორეალიზატორები, არამედ “ქართული მარშის” წევრები დააკავეს. რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში ეფექტური ნარკოპოლიტიკა არ არსებობს.

ექსკლუზიურად გეტყვით, რომ კლუბ “ბასიანის”ხელმძღვანელობამ შეიტანა სასამართლოსა და შესაბამის უწყებაში მოთხოვნა, რომ “ქართული მარშის” წევრები პასუხისმგებაში მიეცათ. ეს შესანიშნავად შესრულდა და დღეს ჩემი თანაგუნდელები საპატიმროში არიან. ჩვენ ვაპირებდით კლუბ “ბასიანთან” შევკრებილიყავით და მოგვეთხოვა კლუბის ხელმძღვანელობისგან, რომ ნარკოტიკების გაყიდვა აელაგმათ. ეს აქცია უკვე დაანონსებული გვქონდა. აქციის ჩატარებამდე კი ჩვენი წევრები დაიჭირეს. ამით კი ნარკომოვაჭრეები იყვნენ დაინტერესებულები. ამის შედეგი არის ის, რომ ათეულობით ახალგაზრდა გარდაიცვალა და რამოდენიმე მათგანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, ეს ახალგაზრდები ცოცხლები იქნებოდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ნარკორეალიზატორებს სერიოზული მფარველები ყავთ და სწორედ მათი მეშვეობით გაგვანეიტრალეს ჩვენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი არის კლუბ “ბასიანთან” კავშირში და ეს აბსოლუტური სიცრუეა. რაც შეეხება ნარკოტიკების გამყიდველებს, ესენი არიან საკმაოდ ცნობილი ადამიანები, პოლიტიკის, შოუ-ბიზნესის და ა.შ. წარმოამდგენლები”, – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს.

იტვირთბა....