ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროდასავლურობის ინდექსით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა

საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ვესტერნიზაციის ინდექსის მიხედვით მეოთხე ადგილს იკავებს.  კვლევა ამერიკულმა ორგანიზაციამ, „პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტილებების სტრატეგიულმა ცენტრმა“ (StrategEast)  გამოაქვეყნა.

ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს შორის ყველაზე პროდასავლურად სწორედ ესტონეთი დასახელდა, რომელსაც 100 ქულიდან 93 აქვს მინიჭებული. მეოთხე ადგილზე მყოფ საქართველოს 62 ქულა აქვს. მას მოსდევს მოლდოვა (56 ქულა) და უკრაინა (54 ქულა). რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ბალტიის ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია და ლიტვა უსწრებენ.

კვლევაში არ არის შეფასებული რუსეთის ვესტერნიზაცია. 14 სახელმწიფოს შორის ყველაზე ნაკლებად პროდასავლურებად ტაჯიკეთი (19,5 ქულა) და თურქმენეთი (17,5 ქულა) დასახელდნენ.

რეიტინგის შედგენისას კვლევის ავტორები აფასებდნენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საკანონმდებლო, კულტურულ კომპონენტებს და ასევე ცხოვრების წესს.

იტვირთბა....