საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბიიდან სამშობლოში დაბრუნებულ ქართველ მეზღვაურს სოსლან კაკაბაძეს შეხვდნენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, სოსლან კაკაბაძის საქმის განხილვა ლიბიის სასამართლოში სამხედრო პოლიტიკური კრიზისის გამო ვერ ხერხდებოდა. დღევანდელ შეხვედრაზე სოსლან კაკაბაძემ საპატიმროში ყოფნის დეტალები გაიხენა და აღნიშნეს, რომ ლიბიის ციხეში კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება.
“სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა ციხეში გადავყავდი. საქართველოს მთავრობისა და უნგრეთის სახელმწიფოს ძალისხმევით ჩემი სასამართლო შედგა და გაგვათავისუფლეს. ციხეში უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებოდით. ბრალდება იყო, რომ ჩვენ თითქოს ნავთობი იტალიაში უკანონოდ გადაგვქონდა”,- აცხადებს სოსლან კაკაბაძე.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება სოსლან კაკაბაძის მიმართ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე იზრუნებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე ლიბიაში 2015 წელს დააკავეს.

