საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამსტერდამიდან აჭარის გათავისუფლების დღე სრულიად საქართველოს მიულოცა.
“2004 წლის 6 მაისს აჭარაში დასრულდა ფეოდალის ბოგინი, დასრულდა სეპარატისტული გადახრა, ჩაიშალა დღის გეგმები და გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველს გაერთაინებისკენ. ეს გააკეთეს თვითონ აჭარლებმა, ეს გააკეთა აჭარის ჩვეულებრივმა, მაგრამ ძალაინ განსაკუთრებულმა ხალხმა და მე უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი. ეს არის თქვენი დღესასწაული და სრულიად საქართველოს დღესასწაული. რა თქმა უნდა გამიხარდებოდა თქვენთვის მომელოცა არა ამსტერდამის ქუჩებიდან, არამედ ბათუმის ბულვარში ვყოფილიყავი ამ ველოსიპედით, მაგრამ არა უშავს, ეს დროც დადგება.
ჩვენ დავასრულებთ ფეოდალის ბოგინს თბილისში, ისევე როგორც დავასრულეთ აჭარაში. ჩვენ დავუბრუნებთ საქართველოს განვითარებას. ჩვენს დავუსვამთ წერტილს მევახშოკრატიას და ე.წ. სინამდვილეში ნამდვილი ბანკებიც არ არის, ნამდვილი მევახშეების დიქტატს და შეთქმულებას ქართველი ხალხის წინაშე. ჩვენ გამოვიყვანთ ხალხს გაჭირვებიდან. ჩვენ დავაბრუნებთ ტემპს ასევე ტურიზმის განვითარების, არა იმი უხარისხო ტურიზმის, რომელიც ახლაა, როცა ყველა წამოასკუპდა თავზე აჭარას და ყველა სარგებლობს აჭარლების გაჭირვებით,”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისი განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.
აჭარის გათავისუფლების დღის, 6 მაისობის მილოცვა ამსტერდამიდან2004 წლამდე, დანარჩენი საქართველოდან, აჭარის ადმინისტრაციული საზღვრის გავლისას, საპასპორტო და საბაჟო კონტროლი იყო დაწესებული, აბაშიძეს ყავდა თავისი შეიარაღებული ძალები რუსი გენერლის ნეტკაჩოვის მეთაურობით და ისინი ღია დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ თბილისს.
Gepostet von Mikheil Saakashvili am Samstag, 5. Mai 2018